დედის წერილი შვილის დედინაცვალს – ამ ქალმა ყველა სტერეოტიპი დაანგრია

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ განქორწინების შემდეგ ადამიანებს ნეგატიური განწყობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. განსაკუთრებულად უსიამოვნო განწყობა ეუფლებათ ხოლმე ყოფილების ახალი მეორე ნახევრების მიმართ. თუმცა იმ ქალმა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ყველა სტერეოტიპი დაანგრია: მან ღია წერილი მისწერა თავისი ყოფილი ქმრის ცოლს, რომელშიც მისადმი დამოკიდებულება გამოხატა.
“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. როცა ოჯახზე ვოცნებობდი, მასში მოვიაზრებოდით მე, ჩემი ქმარი და ბავშვები. არავითარი უცხო ქალი. ვფიქრობ, ეს არც შენს გეგმებში ყოფილა. კიდევ იმას ვფიქრობმ რომ საეჭვოა, ოდესმე გნდომებოდა სხვისი შვილის გაზრდა. მაგრამ რაკი ჩემი პატარა ოჯახი დაინგრა, ვიცოდი, რომ ერთხელ შენც გამოჩნდებოდი.
საშინელ ცხოველად მესახებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქალიშვილი არასდროს იქნებოდა შენთან ისე, როგორც დედასთან. იმედი მქონდა, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდი და ჩემი გოგონა არასდროს გცემდა პატივს. მისი მამაც მიხვდებოდი, რომ მეორეხარისხოვან ქალს დაუკავშირა ცხოვრება – ჩემზე უარესს. ცუდი ფიქრები მიტრიალებდა თავში, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ვიღაც შეიძლებოდა მეორე დედად გახდომოდა ჩემს ქალიშვილს.
მერე კი ჩვენ გავიცანით ერთმანეთი.
საშინელი გარეგნობა უნდა გქონოდა, მაგრამ ლამაზი აღმოჩნდი. ავი და ანჩხლი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ასეც არ აღმოჩნდა – ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი აღმოჩნდი. ასე რომ, ჩემი ყველა “გეგმა” ჩაიფუშა.
შენი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ჩემი გაცნობა არც შენთვის იყო იოლი. და გულზე მომეშვა.
ჩემი გოგონა თავიდანვე მიიღე. და საკუთარი შვილივით შეიყვარე. ეს დიდი საჩუქარი იყო ჩვენთვის, ყველასთვის.
მამისა და შვილის ურთიერთობები შენს ინტერესებზე მაღლა დააყენე. ასეთი რამ მხოლოდ ჭეშმარიტად ჭკვიან და დიდსულოვან ქალს შეუძლია. ჩემს გოგონას სჭირდება მეორე დე

და გვერდით – ქალი, რომელიც მხარში ედგება, როცა მე არ ვარ გვერდით. მიხარია, რომ თქვენ ჩემთან ერთად განიხილავთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. ვიცი, რომ ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ხშირად ვერ სეხვდები ამგვარ ურთიერთობას დედასა და დედინაცვალს შორის. შენ ნამდვილი საჩუქარი ხარ.
მაგრამ შენ არ ხარ ის ადამიანი, რომელიც შეავსებს სივრცეს იმ ადგილას, სადაც დედა უნდა იყოს. შენ სრულფასოვან მეორე დედად იქეცი ჩემი ქალიშვილისთვის. როცა მე და ის მხიარულად ვატარებთ დროს, შენ გირეკავს და გიყვება ჩვენს ამბებს, რაც მე სულაც არ მეუხერხულება. პირიქითაც კი.
ვიცი შემთხვევები, როცა ქალი ემოციურად ვერ იღებს მეორე დედას მისი შვილის ცხოვრებაში. მიხარია, რომ ჩვენ ამაზე მაღლა დავდექით, და ვაკეთებთ იმას, რაც ყველაზე უკეთესია ჩვენი ქალიშვილისთვის. მადლობა ამ წვლილისთვის, რომელიც ჩვენს საერთო საქმეში შეიტანე.
შენ იშვიათი და ლამაზი ძვირფასი ქვა ხარ. ღმერთი გფარავდეს. მიყვარხარ”.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები