დედამიწაზე ტემპერატურა 4 გრადუსით მოიმატებს – მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა

კლიმატოლოგები მიიჩნევენ, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ, შესაძლოა, 4 და მეტი გრადუსით მოიმატოს. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა, ანალიზი გაუკეთეს კლიმატის მიმდინარე ცვლილებებს და მივიდნენ შემაშფოთებელ დასკვნამდე. უკვე ამ საუკუნის დასრულებამდე, პლანეტაზე არსებულმა საშუალო ტემპერატურამ, შესაძლოა, 4 გრადუსით მოიმატოს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მრეწველობის განვითარება და ინდუსტრიული გაძლიერება 2064 წლიდან 2095 წლამდე ტემპერატურების რეკორდულ გაზრდას განაპირობებს. მეცნიერები თვლიან, რომ 4-გრადუსიანი ზრდა არ იქნება დამღუპველი კაცობრიობისთვის დროის ახლო მონაკვეთში, მაგრამ ხანგრძლივი ეფექტი ათობით მასშტაბური სტიქიური უბედურებების მაპროვოცირებელი გახდება.
კვლევაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტემპერატურის მატება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ეკოსისტემებს. გარდა უნიკალური ტემპერატურული რეკორდებისა, დედამიწელებს გველოდება არნახული გაუდაბნოება და მასშტაბური წყალდიდობები, რომელთა პროგნოზირებაც მსოფლიოს მეცნიერების შესაძლებლობებს აღემატება.

კომენტარები

სხვა სიახლეები