„და მან თქვა დიახ…“-ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას ხელი სთხოვა (ვიდეო)

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.

საზოგადოება უკვე ძალიან დიდი ხანია მათ ნიშნობას ელოდება, დღეს დილით კი წყვილმა ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ სთხოვს ხელს ირაკლი.

„და მან თქვა დიახ…“ – დაწერა მაქაცარიამ.

წყვილმა ნიშნობა ულამაზეს გარემოში, ბუნებაში და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები