დაუნის სინდრომის მქონე წყვილი, რომელიც 22-ე ქორწინების წლისთავს აღნიშნავს

მერიენი და ტომი 1995 წელს დაქორწინდნენ. ბევრს მიაჩნდა, რომ მათი ქორწინება დიდხანს ვერ გასტანდა თუმცა ეს ეჭვი სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდა. წყვილი უკვე 22 წელია ერთად ცხოვრობს და მათი სიყვარულიც თანდათან უფრო ღრმავდება. მერიანი და ტომი დამოუკიდებლად ცხოვრობენ. როგორც მერიანი ამბობს, ტომი ძალიან უყვარს, მასთან არასდროს კამათობს და ის მისი საკეთესო მეგობარია.
მერიენის დას, ლილიენს კი ფეისბუქზე გვერდი ავს გაკეთებული, სადაც ამ წყვილის სიყვარულის ისტორიაა გადმოცემული. გვერდს თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე ათასობით გამომწერი ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები