დასტინ ჰოფმანი კიდევ ერთ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული

რეჟისორი და მსახიობი დასტინ ჰოფმანი, სექსუალური ძალადობის ბრალდებით, კიდევ ერთმა ქალბატონმა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ჰოფმანმა მასზე ნიუ-იორკის სასტუმროში იძალადა, როდესაც ქალბატონი 16 წლის იყო.
დრამატურგი ქორი თომასი, 1980 წელს მომხდარ ინციდენტს აღწერს და „The Associated Press“-თან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ადასტურებს, რომ დასტინ ჰოფმანმა მასზე იძალადა.
ქორი თომასის თქმით, ის ჰოფმანის ქალიშვილის თანაკლასელი იყო. თინეიჯერი გოგონები სასტუმროში იმყოფებოდნენ, როდესაც ჰოფმანმა საკუთარი ქალიშვილის წასვლის შემდეგ, შხაპი მიიღო და თომასის წინ საცვლების ამარა წარსდგა. ახალგაზრდა გოგონას ჰოფმანმა ფეხის მასაჟის გაკეთება სთხოვა და შემდეგ სექსუალურად იძალადა.
დასტინ ჰოფმანის მსხვერპლი კიდევ ერთი ქალბატონი მელისა ქესტერი აცხადებს, რომ ინციდენტი მუსიკალური ფილმის „Ishtar“-ის „საუნდტრეკის“ ჩაწერის დროს მოხდა, ჰოფმანმა მასზე მაინც იძალადა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონის მეგობარი ბიჭი მათთან ახლოს იმყოფებოდა.
დასტინ ჰოფმანის ადვოკატები, სკანდალთნ დაკავშირებით, არანაირ კომენტარს არ აკეთებენ, ასევე, ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებს არ პასუხობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები