ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულნი, სასულიერო პირები არიან

ავსტრალიაში, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების ხუთწლიანი გამოძიება დასრულდა. სამეფო კომისიამ და ავსტრალიის უმაღლესმა საჯარო გამოძიებამ, სექსუალური შევიწროვების 8000-ზე მეტი ჩვენება წარადგინა.
სექსუალური ძალადობის ბრალდებებმა, ეკლესიები, სკოლები და სპორტული კლუბები მოიცვა.
1950 წლიდან 2015 წლამდე, ავსტრალიელი მღვდლების 7%, ბავშვთა მიმართ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში არიან ბრალდებულნი, დანაშაულში სკოლის მასწავლებლებსაც ედებათ ბრალი.
ავსტრალიის ეკლესიის წარმომადგენელმა ფრენსის სალივანმა განაცხადა, რომ „ეს ციფრები შოკისმომგვრელია, ტრაგედიაა და ისინი დაუცველები არიან“
საგამოძიებო კომისიის მიერ გავრცელებულ დასკვნას, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მალკოლმ ტერნბალი გამოეხმაურა და მომხდარ ფაქტს, „ეროვნული ტრაგედია“ უწოდა.
დაზარალებული გოგონების საშუალო ასაკი 10.5-წელია, ბიჭების კი 11.6.

კომენტარები

სხვა სიახლეები