13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. ჰარმონია დაისადგურებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები.

კურო
საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებთან ერთად მოაგვარეთ. კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. მარტოხელებს წვეულება და სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

ტყუპი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. დღის განმავლობაში რომანტიკული შეხვედრები და თავგადასავლები გელით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეს დღე მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება.

კირჩხიბი
კარგი დღეა სოციალურ აქციებში მონაწილეობისთვის, საჯარო გამოსვლისთვის. აგრეთვე, შემოქმედებითი ან კულინარიული იდეების განსახორციელებლად.

ლომი
კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, სამემკვიდრეო საკითხების განსახილველად. ქალაქგარეთ მგზავრობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებს გპირდებათ. საღამოს შეხვდით მეგობრებს, ნათესავებს.

ქალწული
გარშემო მყოფებს საკუთარი ნიჭითა და დახვეწილობით მოხიბლავთ. დღეს გადადგმული ნაბიჯი კიდევ უფრო მიგაახლოებთ წარმატებასთან. კარგი დღეა ფლირტისთვის, რომანტიკული პაემნის დასანიშნად.

სასწორი
კარგი დღეა განმარტოებისა და ანალიზისთვის. გადახედეთ წარსულს, დაგეგმეთ მომავალი. თქვენთვის ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

მორიელი
დაბრკოლებებს მარტივად გადალახავთ და სასურველ შედეგს მიაღწევთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. სასიხარულო მოულოდნელობა თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მოყენის საშუალებას არ მოგცემთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. ოჯახის წევრების, განსაკუთრებით ბავშვებს, და საყვარელ ადამიანს მოუწყვეთ პატარა დღესასწაული.

თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ საქმეები და დღევანდელი დღე დასვენებას, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაუთმეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. საღამო მასთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
ზოგიერთი ახალ მიზანს დაისახავს და დღეიდან შეეცდება მის განხორციელებას. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, ინტერიერის შესაცვლელად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

თევზები
სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. საკუთარ თავში შეიძლება ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ზოგიერთი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები