“დაკლიკე” და ილოცე – რომის პაპის ინიციატივით ახალი ვებგვერდი შეიქმნა

“click to pray ” – ამ სახელწოდების აპლიკაციის გადმოწერა უკვე თქვენს მობილურებში შეგიძლიათ. აპლიკაციის გახსნით, თქვენ შეგეძლებათ რომის პაპთან ერთად ილოცოთ.
“მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და ილოცოთ ჩემთან ერთად, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, – ამბობს პაპი ფრანცისკე.
ვებგვერდს სამი განყოფილება აქვს : “ილოცე პაპთან ერთად”, “დღის ლოცვა” და “ილოცე ქსელში”. ამ უკანასკნელში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, თავისი ლოცვები გაუზიაროს სხვა მლოცველებს.
რომის პაპთან ერთად ლოცვა დაანონსებული დროის მიხედვით არის შესაძლებელი. საიტი 6 ენაზეა ხელმისაწვდომი. ამასთან, აპლიკაციის ვერსია ხელმისაწვდომია როგორც android-ის, ასევე ios-ის ოპერაციული სისტემისთვის .​
ინტერნეტრესურსი www.clicktopray.org თითქმის ყველა სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი.
საიტის შექმნის იდეა პირადად კათოლიკური ეკლესიის უმაღლეს პონტიფიკს ეკუთვნის.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები