გურამ შეროზია: “მამენტ”, ხვალ აგური რომ დამეცეს და მოვკვდე…

ჩემმა წინასწარ დაანონსებულმა და საჯაროდ “დაგინებულმა” სიგარეტის გადაგდებამ ისე კარგად იმუშავა, რომ მადლიერი ვარ ძალზედ! – ამის შესახებ ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემმა წინასწარ დაანონსებულმა და საჯაროდ “დაგინებულმა” სიგარეტის გადაგდებამ ისე კარგად იმუშავა, რომ მადლიერი ვარ ძალზედ!

ასევე, რაციონიდან გავაბუნძულე გაზიანი ტკბილი სასმელები, კეტჩუპი, მაიონეზი და ცომები, ხაჭაპურ-ხინკლის გარდა. გახდომა არ მინდა, ჯანმრთელ კვებას ვაწვები, უბრალოდ.

ჰოდა, ვდებ მორიგ საჯარო პირობას: 1-ელი აპრილიდან ყვენაირ სითხეს (ჩაი, ყავა) დავლევ შაქრის გარეშე, ხოლო ტკბილ რამეებს მივირთმევ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ!

“მამენტ”, ხვალ აგური რომ დამეცეს და მოვკვდე, “ზატო” ჯანმრთელი – დამცინეთ ყველამ! მაგრამ მე მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვირჩევ!“, – წერს შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები