გრიპის და გაციების უებარი საშუალება

შემოდგომის ბოლო და ზამთრის დასაწყისი გრიპიანობითა და ვირუსებით ძალიან შემაწუხებელია. ამ სეზონს რომ “გადაურჩეთ”, იმუნიტეტს ყოველდღიურად უნდა შეუწყოთ ხელი. არაერთი გემრიელი და სასარგებლო პროდუქტების ნარევი არსებობს, რომლებიც თქვენს ორგანიზმს გააძლიერებს.
წარმოგიდგენთ არომატულ ნაზავს ნიგვზისა და სხვადასხვა სახის ჩირისგან, რომლებსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. ამ პროდუქტების სარგებლიანობას ექიმებიც აღიარებენ. მისი დამზადება და შენახვა ძალიან ადვილია.

დაგჭირდებათ:
500 გრამი ქიშმიში
500 გრამი გარგრის ჩირი
500 გრამი ლეღვის ჩირი
500 გრამი შავი ქლიავის ჩირი
500 გრამი თაფლი
2 ჩაის ჭიქა ნიგოზი
1 ლიმონი კანიანად

მომზადება:
გაატარეთ მანქანაში ყველა ჩამოთვლილი ინგრედიენტი და აურიეთ თაფლთან. ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა და მოათავსეთ ქილაში. ინახება მაცივარში.
გამოიყენეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
ეს ნარევი სავსეა ვიტამინებითა და მოკროელემენტებით.
3 წლამდე ბავშვისთვის არ არის რეკომენდებული. 3 წლიდან კი დააკვირდით ალერგიულ რეაქციას. თუ ვერანაირი გაღიზიანება ვერ შენიშნეთ, განაგრძეთ მისი მიღება. ნარევი ეფექტურია როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილებისთვის.

წყარო: www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები