„გოგიმ ეს ამბავი ისე განიცადა, სცენაზე გამოსვლის დროს ატირდა“ – როგორ იხსენებს გოგი დოლიძეს მაცაცო სებისკვერაძე (ვიდეო)

ლეგენდარულ ქართველ მომღერალ გოგი დოლიძეს კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე იხსენებს: „ერთ-ერთი კონცერტის დაწყების წინ კულისებში გოგის ძალზედ სასიამოვნო, ინტელიგენტი შუახნის ქალბატონი მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა, გოგის კი, მოგეხსენებათ, ფული ნაკლებად, თითქმის არასდროს ჰქონდა, მაგრამ, ამავდროულად, განძად მთელი ქალაქი გააჩნდა…
შეწუხდა, მიტრიალდა-მოტრიალდა, დაიხსნა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, გადმოიტრიალა ჯიბეები და რაც თანხა ებადა, ყველაფერი მისცა… გოგი იყო ერთი კარგი თბილისელი ბიჭი და კაცთმოყვარე ადამიანი, ეს ამბავი ისე განიცადა, სცენაზე გამოსვლის დროს, როგორც კი დაიწყო სიმღერა: “ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო”, ატირდა. თუ დაკვირვებიხართ, კადრშიც ჩანს მისი ცრემლები…“- აღნიშნავს სეფისკვერაძე.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები