გოგა ჩანადირის საფულე მოქალაქემ პატრულს გადასცა – “მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავი”

ფოტო-ხელოვანი გოგა ჩანადირი მოქალაქე გიორგი ცისკარიშვილს მადლობას უხდის. როგორც გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, მან საფულე დაკარგა. დღეს კი მას საფულე პატრულის თანამშრომელმა დაუბრუნა. როგორც გაირკვა, საფულე შემთხვევით გიორგი ცისკარიშვილმა ნახა და პატრულს გადასცა. „წუხელ მეიდანზე საფულე დავკარგე. ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა კაფეში ფული უნდა გადამეხადა. ჩავიარე იმ ადგილამდე, სადაც ტაქსმა ჩამომსვა. არ იყო საფულე. ხელი ჩავიქნიე. თუმცა, იქვე პატრულის ეკიპაჟი შევნიშნე და ვკითხე, საფულე დავკარგე და ხომ არ შეგინიშნავთ-მეთქი. კი, 1 სთ-ის წინათ ახალგაზრდა ბიჭმა მოიტანაო. ჩამოვუთვალე, შიგნით რაც მედო. შედგენილ აქტში ჩამოწერილს დაემთხვა და გადმომცეს. ვინ ნახა-მეთქი და გიორგი ცისკარიშვილი იყოო. მადლობა როგორ გადავუხადო-მეთქი. ნომერი არ მომცეს, მაგრამ დავრეკავთ და თუ სურვილი აქვს, დაგალაპარაკებთო. ტელეფონს ცოტა ხნით არც იღებდა. შემდეგ პატრულ-ინსპეექტორმა გიორგი დამალაპარაკა. როგორ გადაგიხადოთ მადლობა გიორგი? – ვკითხე გამარჯობის შემდეგ. -არ არის საჭირო! მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. – მითხრა მან. გიორგი ცისკარიშვილი არის უაღრესად პატიოსანი და კარგი მოქალაქე. ასეთი ადამიანები სხვისას არ ითვისებენ. დიდი მადლობა, გიორგი“, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები