რატომ დაადგა ბათუმიდან თბილისში მარიტა როხვაძე შეყვარებულს – „რა ცუდია რომ ვერ ჩამოდიხარ-მეთქი“

მომღერალ და ტელეწამყვან მარიტა როხვაძეს სიგიჟეები ბევრჯერ ჩაუდენია, რომლის შესახებ ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა. “მსგავსი რამ ბევრჯერ გამიკეთებია. ერთხელ ბათუმში მქონდა კონცერტი და ჩემი საყვარელი ადამიანი თბილსში იყო, ვერ ჩამოდიოდა. იმდენად მომინდა მის გვერდით ყოფნა, ყველაფერი მოვაგვარე ბათუმში ისე, რომ საქმე არ გამფუჭებოდა და წამოვედი. წამოსვლამდე ვიყიდე ათასი გიჟობები, ბუშტები, გულები და ასე შემდეგ. გზიდან ვურეკავ და ვეუბნები, რა ცუდია რომ ვერ ჩამოდიხარ-მეთქი. საუბრიდან დაახლოებით სამ საათში სრულიად მოულოდნელად, დავადექი თავზე ამ რაღაცეებით. შოკში იყო. მიყვარს ასეთი მოულოდნელობები”, – ამბობს მარიტა როხვაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები