გიორგი კეკელია ლადო აფხაზავაზე: არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ-იმედგაცრუებულია

მწერალმა გიორგი კეკელიამ ლადო აფხაზავას მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებლების მსოფლიო კონკურსის ფინალურ ათეულში მოხვდა, მის წინააღმდეგ მრავალი უარყოფითი კომენტარი გამოქვეყნდა. თავად აფხაზავას ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
“გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა – ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. ლადო ამ გზას ახლა გადის; უმძიმესი ცხოვრების და თავგადაკლული შრომის შემდეგ პირველ წარმატებებს რომ უცაბედი ცილისწამებების ნიაღვარი მოყვა, არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ – იმედგაცრუებულია. არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: ,, შენ ყველას უყვარხარ” მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად. საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება. ბრძოლის ველის განვრცობა. შრომა, შრომა და შრომა. ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას “,- წერს კეკელია.
ფატის არ სცალია

კომენტარები

სხვა სიახლეები