გინეკოლოგს, რომელმაც, უკანონოდ, 50-მდე ქალი დააორსულა, პატიმრობა მიუსაჯეს

ამერიკის ექიმი-რეპროდუქტოლოგი, ორმოცი წლის განმავლობაში, საკუთარ ეიაკულატს პაციენტების გასანაყოფიერებლად მოიხმარდა და, სულ მცირე, 50 შვილის მამა გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი “The Atlantic”-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, გინეკოლოგი შტატ ინდინადან, დონალდ კლაინი, 1970 წლიდან, საიდუმლოდ ანაყოფიერებდა ქალებს საკუთარი ეიაკულატით, რასაც სხვადასხვა დონორის გენეტიკურ მასალად ასაღებდა. პაციენტები ვერაფრის შესახებ ეჭვობდნენ 2014 წლამდე, როდესაც კლაინის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, იაკობა ბალლარდიმ – რომელმაც იცოდა, რომ დონორის შვილი იყო – გადაწყვიტა, საკუთარი გენეტიკური და-ძმა მოეძებნა – სპეციალური ფორუმის საშუალებით. ფორუმზე მან ყურადღება მიაქცია ერთ-ერთ მონაწილეს, რომლის დედაც მასვე მკურნალობდა ექიმ კლაინთან. ქალი ძალიან გავდა იაკობას, ხოლო, დნმ-ს ტესტის მიხედვით, მისი და აღმოჩნდა. მოგვიანებით, მან კიდევ ექვსი და-ძმა მოძებნა. შემდგომ, სხვა პაცინტებიც იქნენ ნაპოვნი, რომლებიც კლაინის შვილები და ერთმანეთის ნათესავები აღმოჩნდნენ. უკანასკნელი დნმ-ის ტესტების მიხედვით, კლაინი 50 ადამიანის მამა აღმოჩნდა. 2016 წელს, ექიმმა აღიარა საკუთარ შვილებთან, რომ 50-მდე ადამიანი გაანაყოფიერა; შემდეგ კი, ამის შესახებ ჩანაწერები გაანადგურა. აღმოჩენილმა შვილებმა მომხდარის შესახებ პოლიციას უამბეს. კლეინი სამართალდამცავებთან ყველაფერს უარყოფდა. ინდიანას შტატის კანონმდებლობის მიხედვით, ექიმებს აქვთ უფლება, გახდნენ საკუთარი პაციენტების დონორები. ამიტომ, 80 წლის კლაინს მხოლოდ ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. ბალლარდი და კლაინის სხვა შვილები უკმაყოფილოები დარჩნენ სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებით. “მე მივიჩნევ, რომ ჩვენს მშობლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. მან ჩვენი ცხოვრება დაანგრია”, – განაცხადა კლაინის ერთ-ერთმა უკანონო შვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები