„გთხოვთ, ილოცეთ, რომ დამიბრუნდეს“ – ანი ღონღაძის ფეხბურთელი მეუღლე კომაშია

ლანჩხუთის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე, გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოჰყვა. თექთურმანიძე გორის “დილას” ნახევარმცველია, მისი გუნდელი, ნიკა ბაიდაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: „მეგობრებო, ყველას, ვისაც თუნდაც არ გიყვართ ფეხბურთი, გთხოვთ, არ გაატაროთ ეს ფოტო და წაიკითხეთ: ეს ადამიანი არის ჩემი გუნდის, გორის „დილას“ წევრი, გიორგი თექთურმანიძე. ის ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია გუშინდელი ავარიის შემდეგ, აბსოლუტურად ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ილოცოთ მისი გადარჩენისთვის და ასევე მოიხსენიოთ დილა-საღამოს ლოცვებში. დიდი მადლობა ყველას“. თავად ანი ღონღაძეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მან ფეისბუქის გვერდზე მეუღლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „გთხოვთ, ილოცეთ, რომ დამიბრუნდეს“.

კომენტარები

სხვა სიახლეები