გაუმართლათ მათ, ვისაც ყავისფერი თვალები აქვთ – ის, რაც აქამდე არ ვიცოდით

მინდა გესაუბროთ ყავისფერი თვალების თავისებურებებზე, რომელთა შესახებ თვით “მატარებლებმაც” არ იცოდით. ამბობენ – გაუმართლათ მათ, ვისაც ყავისფერი თვალები აქვთ, რადგან სიღრმისეულობა და მიმზიდველობა ერგოთ ბონუსად და უნდა ჩათვალოთ, რომ ბედმა პრემია მოგცათ.

მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყავისფერი თვალის მქონე ადამიანები ხასიათის უნიკალური თავისებურებებით ხასიათდებიან. გენების კონკრეტული კომპლექტი არა მარტო თვალის ფერზე, არამედ მის ხასიათზეც ახდენს თურმე გავლენას.

ცისფერი თვალისგან განსხვავებით, ყავისფერი თვალების მქონე ადამიანი უფრო საიმედო შთაბეჭდილებას ახდენს გარშემომყოფზე, არის კომუნიკაბელური და ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი, რომლებიც მხარს უჭერენ მის გამჭრიახ ინიციატივებს. ასევე აქტიურები, საინტერესოები, მგრძნობიარეები და ენერგიულები არიან. თანაგრძნობის, მიდგომისა და სოციალური უნარების ჩვევებით კი თავისუფლად შეუძლიათ წარმატების მიღწევა პროფესიულ სფეროში.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ყავისფერი თვალების მქონე მამაკაცები უფრო ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ძლიერი სქესის წარმომადგენლები. ადვილად თანაუგრძნობენ და ბოლომდე ესმით საყვარელი ქალის.

ყავისფერი თვალების მქონე ქალები კი ძალიან დიდი გულით ხასიათდებიან – უზომოდ მოსიყვარულეები და გულახდილები არიან. ნებისმიერ მსხვერპლს გაიღებენ ახლობლების დასახმარებლად.

თანაგრძნობის, სიკეთისა და გულწრფელობის გამო, რაც ყავისფერი თვალების მქონე ადამიანებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე სხვა ფერის თვალების მქონე ადამიანებს, იმედგაცრუებაც ახლობელი ადამიანებისგან მათთან უფრო ხშირია, რადგან უმეტესობა მათ ამ დადებით თვისებებს ბოროტად იყენებს.

წყარო:http://oxford-med.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები