განმუხურში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე შიშველი მამაკაცი დააკავეს (ფოტოები)

განმუხურში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე შიშველი მამაკაცი დააკავეს. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მამაკაცი მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებოდა. 

მას სამართალდამცავებმა რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ ტანსაცმელი ჩაეცვა. პოლიციელების მოთხოვნას ახალგაზრდა არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ბორკილები დაადეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. 


წყარო: http://1tv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები