გამოწვევას, რომელიც მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება საქართველოც შეუერთდა

სოციალურ ქსელებში ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომელიც ვირუსულად ვრცელდება. როგორც გამოცემა CBS წერს, გამოწვევაში ჩართული ადამიანები მსოფლიოს გარშემო ნაგვის ნარჩენებს ასუფთავებენ. გამოწვევას საქართველოშიც შეუერთდნენ. “ახალი #გამოწვევა გადაიღე ფოტო დანაგვიანებულ გარემოში,გაასუფთავე ის, და გვაჩვენე როგორ გალამაზდა ბუნება”,-წერენ ქართველი მომხმარებლები.
გამოწვევის პირობები მარტივია, მონაწილემ უნდა შეარჩიოს ადგილი, დაასუფთავოს, შეგროვებულ ნარჩენებთან ფოტო გადაიღოს და აღნიშნული ჰეშთეგით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ. CBS-ის ცნობით, ეს ტრენდი ინტერნეტში წლების წინ დაიწყო, თუმცა პიკს 5 მარტს ბირონ რომანის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ მიაღწია. “ახალი გამოწვევა მოწყენილი თინეიჯერებისთვის”, – წერდა რომანი ფოტოს ქვეშ, რომელიც მის მიერ შერჩეული ადგილის დასუფთავებამდე და მის შემდეგ გადაღებულ კადრებს ასახავდა.
ამის შემდეგ, გამოწვევაში სხვა ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ და #trashtag სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებულ საკვანძო სიტყვებს შორის აღმოჩნდა.

საქართველო

კომენტარები

სხვა სიახლეები