“ვერ გაგვაჩუმებთ!” – ირანელი ქალების პარტიზანული პროტესტი (ვიდეო)

ირანელ უფლებადამცველ ნასრინ სოთუდეს, რომელსაც მისი ოჯახის თქმით, ირანის სასამართლომ 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯა, ირანელი ქალები სოლიდარობას პარტიზანული პროტესტით უცხადებენ. ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ირანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, მასიჰ ალინეჟადი ავრცელებს, რომელიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის (თავსაბურავის) საწინააღმდეგო კამპანიის დამფუძნებელია.
ვიდეო თეირანის მეტროშია გადაღებული. კადრებში ორი ქალი ჩანს, რომლებიც ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ქალების გარემოცვაში, ჰიჯაბის გარეშე დგანან. ისინი თეთრ ყვავილებს არიგებენ და ნასრინ სოთუდეს ფოტოთი ხელში, მის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.
“ის ციხეში იმიტომ ზის, რომ ჩვენ გვიჭერს მხარს. ახლა ჩვენ უნდა გამოვუცხადოთ მას მხარდაჭერა. მოდით, გავერთიანდეთ ქალები, ოღონდ არა ერთმანეთის წინააღმდეგ”, – ამბობენ ისინი და ვაგონში მყოფ სხვა ქალებს ყვავილებს აწვდიან.

https://www.youtube.com/watch?v=DMLZeJleVtk&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები