გამაოგნებელი ფაქტები – როგორ გვიყალბებენ პროდუქტებს

დედამიწის მოსახლეობის მოთხოვნილება საკვებზე დღითიდღე იზრდება. ამის პასუხად მსოფლიო კვების ინდუსტრია ახალ-ახალი ფალსიფიკაციას მიმართავს და კარგად ნაცნობი, მადისაღმძვრელი პროდუქტების სახით ათასგვარ საშინელებას საკვებად ასაღებს.
წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ფალსიფიკაციებს, რომლებსაც თითქმის ყოველდღე მივირთმევთ.

არაჟანი – ნამდვილი სიყალბე
ყველაზე პოპულარულია რძემჟავა პროდუქტებს შორის. ის გარეგნულადაც და გემოთიც მართლაც ჰგავს არაჟანს. სინამდვილეში ცხოველური ცხიმი მცენარეულითაა შეცვლილი, რძის ცილა – სოიოთი, ეს უკანასკნელი კი გენური ინჟინერიიით არის მიღებული. ბოლოს ხელოვნური არომატიზატორი ემატება და  გასაყიდად მზად არის. არაჟანი ძალიან სასარგებლოა, ადვილად შეითვისება ორგანიზმში მაგრამ ეს ეხება ნამდვილ არაჟანს, რომელსაც ამზადებენ კლასიკური მეთოდით.
როგორ შევამოწმოთ პროდუქტის ნატურალურობა?
შემოწმება ძალიან მარტივია. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი არაჟანი და ჩადეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. ნამდვილი არაჟანი მთლიანად გაიხსნება, ხოლო სხვა დანარჩენი დაილექება ჭიქის ფსკერზე.

ხიზილალა
დღეს ეს იოდით მდიდარი დელიკატესი, მაღალი ფასის გამო ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. თუ ხიზილალას აქვს თევზი გემო, მარცვლები სწორი ფორმისაა და ფერის, ეს არ ამტკიცებს მის ნატურალურობას. ნატურალური ხიზილალა ხელის მოჭერით უნდა სკდებოდეს და ოდნავ მომწარო გემო ჰქონდეს. მარცვლები უნდა იყოს მთელი, სითხე კი ძალიან ცოტა. თუ მარილი საგრძნობლად ნაკლები აქვს, ის ვერ გასტანს რეალიზაციის დრომდე. ხიზილალას ვადა სულ 3 დღე აქვს. ამიტომაც მწარმოებელი ამატებს კონსერვანტებს, რათა რეალიზაციის დრო გახანგრძლივდეს. საუკეთესო ხიზილალა დაფასოებულია ქილებში ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში სარწმუნოა, რომ მწარმოებელმა გამოიყენა კონსერვანტების მინიმუმი.
როგორ ამოვიცნოთ ნატურალური ხიზილალა?
თუ ადუღებულ წყალში ჩავდებთ 1 კოვზ ხიზილალას, ნამდვილი ხიზილალის შემთხვევაში ცილა დაიწყებს ტრიალს და დატოვებს თეთრ ფენას, თვითონ მარცვლები დაჩება შეუცვლელი. ხელოვნური მარცვლები კი მდუღარეში ნელ-ნელა გაიხსნება.

კონსერვები
თუ მწარმოებელი კონსერვის დამზადების დროს გამოიყენებს მეტ სოუსს, ის ნამდვილად აკეთებს ეკონომიას. თევზში უმატებენ მოცულობის მოსამატებელს. კონსერვანტად იყენებენ სორბინის მჟავას. კონსერვანტების გამოყენება ჯერ კიდევ შორეულ წარსულში დაიწყეს. ადამიანს ყოველთვის უნდოდა გაეხანგრძლივებინა პროდუქტის ვარგისიანობა. ამისათვის იყენებდნენ მარილს, თაფლს, ღვინოს. მოგვიანებით დაუმატეს ღვინის ძმარი, ეთილის სპირტი და ეთერზეთები. ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ არა სინთეტიკური კონსერვანტები. მათი “წყალობით” იზრდება შენახვის ვადა, ფერი და სუნი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება, არტერიული წნევის ცვლილება და სიმსივნეც კი.
კრაბის ჩხირები
თუ ვიმსჯელებთ დასახელებით – იგი დელიკატესია. დიდი ხანია მომხმარებელმა იცის, რომ კრაბის ჩხირებში არანაირი კრაბი არ არის. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მასში თევზიც კი არ შედის. შეფუთვაზე მითითებულია, რომ იგი შეიცავს სახამებელს, საღებავს, კონსერვანტებს და სურიმს (თევზის ფარშს), ამ უკანასკნელში კი თევზის შემცველობა შეადგენს 10%-ს. ექსპერტებმა ვერ შეძლეს ამოეცნოთ ის ნივთიერება, რომელიც დანარჩენ 90%-ს შეადგენს. დასკვნა ასეთია: პროდუქტი გაურკვეველი შემადგენლობისაა, მისი მოხმარება არა მარტო არ არის რეკომენდებული, არამედ სასტიკად აკრძალულია!

ასევე თაფლის და სოიოს დიდი ნაწილი მაღაზიებში, ყალბია. ორაგულს ხშირად ღებავენ ვარდისფრად. იტალიური მაფია კი სერიოზულად არის დაკავებული ზეითუნის ზეთის გაყალბებით. ხოლო სპეციალური წებოს დახმარებით ხორცის ნაკუწებისგან ამზადებენ ერტ დიდ და მადის აღმძვრელ სტეიკს. ძეხვისა და სოსისის გაყალბებაზე ასევე რა ხანია წერენ და ესეც არ არის ახალი…
ეს სია ძალიან შორს წაგვიყვანს. როგორ უნდა მოვიქცეთ? მაქსიმალურად ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ეტიკეტს, ვადებს, შეფუთვას, შემადგენლობას, მწარმოებელ ფირმას და ვენდოთ ასევე საკუთარ ინტუიციას – ცოტათიც თუ შეგეპარათ რამეში ეჭვი, ნუ იყიდით ასეთ პროდუქტს.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები