გადარჩენილი ტაილანდელი მოზარდების პირველი ვიდეოკადრები

გადარჩენილი ტაილანდელი მოზარდების და მათი მწვრთნელის ჰოსპიტალში ყოფნის ამსახველი პირველი ვიდეოკადრები და ფოტოსურათები გავრცელდა. მათ სამედიცინო ნიღბები უკეთიათ და ისინი იმყოფებიან პალატაში, რომელიც დაცული საკარანტინო შუშით.

მოზარდები ოჯახის წევრებს, რომლებსაც მათთან ახლო ურთიერთობის საშუალება ჯერ არა აქვთ, ხელს უქნევენ.
ოჯახის წევრების დაშვება ამ პალატაში არ ხდება, რათა უნებლიედ არ მოხდეს რაიმე ინფექციის შეტანა.

მედიკოსების განცხადებით, გადარჩენილი ბიჭებიდან სამს პნევმონია აქვთ, მაგრამ არსებული პროგნოზებით, ის დაახლოებით ერთ კვირაში იქნება დაძლეული

11-დან 16 წლამდე ტაილანდელმა მოზარდებმა სამი კვირა ბნელ გამოქვაბულში გაატარეს, თუმცა თავდაუზოგავი საერთაშორისო სამაშველო ოპერაციის წყალობით, ყველა მათგანის გადარჩენა მოხერხდა. გუშინ, 10 ივლისს, მაშველებმა ბოლო გამოქვაბულში მყოფი მოზარდი და მწვრთნელი გაათავისუფლეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები