“გაბუნია რა შუაშია თუ სხვა ხატავს”?- გიორგი პაპკიაური

მომღერალი გიორგი პაპკიაური, გიორგი გაბუნიას ირგვლივ განვითრაებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.
“სიშიშვლე, ბოზობა, პროჭობა და სხვა ინტრიგები აღარ ჭრის ცნობადობის მოსაპოვებლად და ხალხი უკვე ხატებს წერს იარაღით!
მეც ხელოვანი ვარ… ვხატავ, ვძერწავ, ვმღერი, ვწერ და აღარ გავაგრძელებ ჩემი შესაძლებლობების ჩამოთვლას, მაგრამ არასოდეს მომსვლია მსგავსი სისულელე თავში, ან როგორ უნდა მომსვლოდა, ვერ ვხვდები…
პ.ს არც რელიგიურ გრძნობებს მილახავს და არც გავღიზიანებულვარ, უბრალოდ მიკვირს… მიკვირს და ისევ მიკვირს! სხვა ვერაფერი მოიფიქრა ამ უნიჭიერესმა ხალხმა?!
ან გაბუნია რა შუაშია, თუ სხვა ხატავს?
გაბუნიამ ამ თემის გარშემო ისაუბრა, უბრალოდ”.- წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, გიორგი გაბუნიას “არჩევანის” ეთერეში სტუმრად მხატვარი ყავდა, რომელმაც თვითმკვლელი ღვთისმშობელი დახატა, ხოლო წარდგენისას, წამყვანის სიტყვებმა “ნუ ღელავთ, ღვთისმშობელი თავს არ მოიკლავს და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს”, –  საზოგადოების გაღიზიანება გამოწვია და გაბუნიას ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები