გაავებულმა ხარმა კორიდაზა მამაკაცი შარვლისა და ტრუსის გარეშე დატოვა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

გამძვინვარებულმა ცხოველმა კორიდაზე მამაკაცი კინაღამ მისი მამაკაცური ღირსების გარეშე დატოვა. ხარი წრიულ მოედანზე მყოფ კაცს გამოედევნა და მას რქები შარვალზე გამოსდო. სახიფათო რბოლა იმით დასრულდა, რომ ხარს რქები კაცის ტანსაცმელში გაებლანდა. მკვეთრი მოძრაობების შედეგად, მამაკაცს მან შარვალთან ერთად, საცვალიც გააცალა და კინაღამ მისი ღირსების გარეშეც დატოვა.

დაბნეული და დედიშობილა მსხვერპლი გაავებული ცხოველისგან თავის დაღწევას, დამცავ ბარიერზე გადაძვრომით შეეცადა. ტრიბუნებზე მორბენალმა შიშველმა კაცმა მოედანზე და დამსწრე საზოგადოებაში სახალისო ატმოსფეროც კი შექმნა. დამფრთხალ შიშველ კაცზე ტრიბუნებზე მყოფებმა ბევრი იცინეს.

ტრაგიკომიკური შემთხვევა ესპანეთში, სარაგოსას არენაზე დაფიქსირდა.

https://www.youtube.com/watch?v=eIkOUXQQzgo

1 2 3 4 5 6 7

კომენტარები

სხვა სიახლეები