ირინა შეიკი მაკიაჟის გარეშე და სპორტულებით – სუპერმოდელმა ქუჩის იაფფასიან კაფეში ისადილა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ის მაკიაჟის გარეშეც ისეთივე მომხიბვლელია, როგორიც პოდიუმზე. სუპერმოდელი ირინა შეიკი პაპარაცებმა ჰოლივუდის დასავლეთ ნაწილში შენიშნეს.

სპორტ-დარბაზიდან მომავალი მოდელი ფოტოგრაფებმა მაკიაჟის გარეშე და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი გადაიღეს. სპორტული ბრა, შარვალი და ბოტასები – ერთი შეხედვით ქუჩაში გამვლელებს, ის შეიძლება ჩვეულებრივი გოგონაც კი ჰგონებოდათ.  29 წლის შეიკი გზად მეგობრებს შეხვდა და ქუჩის უბრალო კაფეში ერთად ისადილეს. როგორც დასავლური ტაბლოიდური გამოცემები წერენ, მისი აღნაგობა და ბუნებრივი სილამაზე მაკიაჟის გარეშეც თვალშისაცემია.

ტოპ-მოდელი სპორტით აქტიურადაა დაკავებული და სასურველი პარამეტრებისა და აღნაგობის გამო, მოდური ჟურნალების გარდა, ხშირად სპორტული ჟურნალების გარეკანებსაც ამშვენებს. კრიშტიანუ რონალდოსთან დაშორების შემდეგ, შეიკს რომანი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერთან აქვს.

1 2 3 4 5 6 7 8

https://www.youtube.com/watch?v=4wujacvXVuE&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები