ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის რჩევები მშობლებს, როგორ აღზარდონ შვილები

იყო კარგი მშობელი, არც ისე მარტივი საქმეა. განსაკუთრებით თუ სუპერვარსკვლავი ხარ და ექვსი შვილი გყავს. თუმცა ეს წყვილი ნებისმიერ სირთულეს უმკლავდება. საუბარი ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლიზეა, რომლებიც მშობლებს რჩევას აძლევენ, როგორ უნდა აღზარდონ ბავშვი.

ბავშვებმა თავად უნდა აირჩიონ, როგორები უნდათ რომ გახდნენ

”ჩვენ შვილებს ვაძლევთ უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი. თინეიჯერობისას რეპორტიორობა მინდოდა. შემდეგ მოცეკვავე მსურდა გავმხდარიყავი. მერე ფოტოგრაფიით დავინტერესდი.. ამ ყველაფრის მერე კი არქიტექტურა შემიყვარდა. თუმცა საბოლოოდ, მსახიობი გავხდი. როგორ უნდა ვუთხრა ჩემ შვილებს, რომ მე უკეთ ვიცი, ვინ უნდათ რომ გამოვიდნენ,” – ამბობს პიტი.

ჩვენ არ ვახვევთ ბავშვებს თავს რელიგიას

”ჩვენ სხვადასხვა ნაციონალობის და რელიგიის წყვილი ვართ და ბავშვებს თავს არ ვახვევთ რწმენას. მაგალითად, მე ბაპტისტად აღმზარდეს, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი, ისევე მელოცა როგორც ჩემი მშობლები. ღრმად რელიგიური არასოდეს ვყოფილვარ. ეკლესიაშიც არ მიყვარდა სიარული,” – განაცხადა პიტმა.

ჩვენთვის ისინი თანასწორები არიან

”რამდენიმე ბავშვი ბიოლოგიური შვილია, რამდენიმე – აყვანილი, მაგრამ მათ შორის არ უნდა არსებობდეს სხვაობა. ობოლის შვილად აყვანა, სუსტი ბავშვისთვის იმედის მიცემა, ვფიქრობ

რომ ჩვენი მისიაა”, – განაცხადა ანჯელინამ.

ჩემი სახლი იქაა, სადაც ჩემი შვილები არიან

”მე არ მეშინია საცხოვრებლის შეცვლის. სადაც არ უნდა წავიდე, სანამ ჩემ გვერდით ჩემი შვილები არიან, თავს მშობლიურ სახლში ვიგრძნობ”, – ამბობს ჯოლი.

კარგად გადაუხადეთ მასწავლებლებს

”მე მცხვენია, რომ ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა მასწავლებლებს და აღმზრდელებს მცირე ანაზღაურება აქვთ, არადა სწორედ ისინი ახდენენ მომავალი თაობის ფორმირებას. მე და ბრედი არ ვვაჭრობთ მასწავლებლებთან, რადგან მათი შრომის არდაფასება ნიშნავს მომავლის არდაფასებას”, – აღნიშნავს ჯოლი.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები