ბორჯომში ძაღლებს “მარხილში” აბამენ და ატრაქციონად იყენებენ – ბიზნესი თუ ცხოველთა უფლებების დარღვევა (ფოტო,ვიდეო)

ბორჯომში, ძაღლებს “მარხილში” აბამენ და დამსვენებლებისთვის ატრაქციონად იყენებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც თვითმხილველი, რომელიც ინფორმაციასთან ერთად ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს, აცხადებს, მისი არაერთი თხოვნის მიუხედავად, “ბიზნესის” მეპატრონეებმა ცხოველების უფლების შელახვაზე შენიშვნა არ გაითვალისწინეს.
“შოკირებული ვარ!!!! თუ გული არ გამისკდებოდა არ მეგონა! ეს საცოდავი ძაღლები, ბორჯომში ორ არაადამიანს ჰყავს შებმული ამ რაღაც ბორბლიან მანქანაზე, დაათრევენ “სქელტრაკა, სქელჯიბიან” არაბებს 450 მეტრზე ძაღლების მეშვეობით, ერთი წრე 50 ლარიო!!!! ძაღლები საშინელ მდგომარეობაში არიან, წკმუტუნებენ, ყმუიან, სტკივათ, ბევრი ვეცადე იმ ორი არაკაცისთვის ამეხსნა, რომ ეს არაადამიანური უფლებადარღვევაა მაგრამ შეუგნებლები არიან!! ჩვეულებრივად აკეთებენ ფულს ცხოველის წამებით!! ვუთხარი, რომ საჭირო ორგანოები (ადამიანები) მიხედავდნენ და აღმოფხვრიდნენ ამ ფაქტს,გავნადგურდი ამათი შემხედვარე, რა გავაკეთო?! – წერს სოციალურ ქსელში თვითმხილველი.

კომენტარები

სხვა სიახლეები