“ბოლო ათი თვეა, პირადი “მე” და გრძნობა არ გამაჩნია, გარდა პაციენტებისა” – ლევან რატიანი

“ბოლო ათი თვეა, პირადი “მე” და გრძნობა არ გამაჩნია, გარდა პაციენტებისა. სიმართლე გითხრათ, როგორ გავიდა ეს 10 თვე, არ ვიცი, საავადმყოფოს კედლებს გარეთ არ ვყოფილვარ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა.

„სახელმწიფო მიდგომამ განაპირობა ის, რომ დღეს კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ამ 2-კვირიანმა ჩაკეტვამ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შეამცირა და კოვიდპაციენტების მომართვიანობა ჩვენს კლინიკაში მკვეთრად შემცირდა. ჯანდაცვის სფერომ ამოისუნთქა, დღეს პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოლო 10 თვის გამავლობაში კლინიკაში 5 თავისუფალი ადგილი გვქონდა, მაგრამ, რაც რამდენიმე დღის წინ, ფოტოსურათები ვნახე, რა ხდებოდა თბილისის სავაჭრო ქსელებში. თუ ასე გაგრძელდა, დიდი შანსია, რომ ინფექცია კვლავ გავრცელდეს. იმედი მაქვს, ეტაპობრივად, ყველა ერთად ყველაფერს დავამარცხებთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები