ბისექსუალი რიტა ორა საცურაო კოსტიუმში ნახევრად შიშველი „გამოიჭირეს“ (ფოტოკოლაჟი)

პოპულარული ახალგაზრდა მომღერალი რიტა ორა, “ბოიფრენდთან” ერთად, ფეშენებელურ იახტაზე ნებივრობისას, პაპარაცებმა “გამოიჭირეს”. ორა და ენდრიუ ვაიტი მზის აბაზანებს იტალიის ნაპირებთან იღებდნენ. გოგონა საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილის გარეშე იჯდა, რაც ფოტოგრაფებს არ გამოჰპარვიათ და მას პიკანტური ფოტოები გადაუღეს.

27 წლის, პოპულარული მომღერალი ბოლო დროს, არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. მისმა ბოლო სიმღერამ – Girls ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან მისი ინსპირაცია თავად რიტა ორას პირადი ბისექსუალური გამოცდილება აღმოჩნდა. მომღერლის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ის მუსიკალურად ცუდად არის შესრულებული და თანაც მასში ლგბტ თემის ექსპლუატაციასაც აქვს ადგილი.

თავად შემსრულებელმა კრიტიკას ტვიტერით უპასუხა.

„ ეს სიმღერა ჩემი სიმართლის გადმოსაცემად დაიწერა და ზუსტად ასახავს იმ გამოცდილებას, რომელიც იყო გულწრფელი და ნამდვილი ჩემს ცხოვრებაში. მე მქონდა რომანტიკული ურთიერთობები ქალებთანაც და მამაკაცებთანაც და ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა“, – განაცხადა მომღერალმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები