ბებიის სექს-რჩევები შვილიშვილს

როცა ელისონ დენისკო 20 წლის იყო და ის თავის პირველ სერიოზულ მეგობარ ბიჭს ხვდებოდა, 84 წლის ბებია კარმელამ ელისონის დედას ჰკითხა, იყო თუ არა კვლავ ქალიშვილი ელისონი.
პირდაპირი პასუხი ბებიას არ მიუღია, მაგრამ როცა ელისონი ზამთრის არდადეგებზე ბებიას ესტუმრა, გოგონას წერილი დახვდა, რომელშიც ბებია სიყვარულსა და სექსზე შვილიშვილს გულითად რჩევებს აძლევდა…

ჩემო საყვარელო ელისონ!
ახლა, როცა შენ უკვე დაქალდი, მინდა გაგიზიარო ჩემი აზრები  სექსსა და სიყვარულზე; ასევე, მოგცე რამდენიმე გაკვეთილი ადამიანებზე.

1.
პარტნიორთან საწოლში ერთიანობას უნდა გრძნობდე. თუ სექსის დროს გრძნობ, რომ მარტო ხარ, ესე იგი, ეს ის ადამიანი არ არის, ვინც შენ გჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია: აზრების, სხეულთა და სულთა კავშირი.

2.
ყველას სურს, გამოსცადოს ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ეს ერთეულების ხვედრია. ყველა წყვილს არ აქვს სულიერი, ჭეშმარიტი ერთობა, რასაც ორი მონათესავე სული ჰქვია. ეს არის სიყვარულის უმაღლესი ფორმა და ის ახლოს არის რელიგიურ ექსტაზთან. თითქოს შენ ღმერთი იპოვე.

3.
როცა სექსის დროს ქალი სიამოვნებას ვერ იღებს, მე ვურჩევდი, აერჩია პოზა “ქალი ზემოდან”. ეს ყოველთვის მუშაობს.

4.
ყოველთვის დარწმუნებული იყავი, რომ შენი რჩეული პირად ჰიგიენას ზედმიწევნით იცავს.

5.
ბევრი კაცი – ღორია, სექსი ყოველდღე უნდა. არ ხარ ვალდებული, მხოლოდ იმიტომ დათანხმდე სექსზე, რომ ეს მას სურს. საერთოდაც, არასოდეს არაფერი აკეთო იქამდე, სანამ თავად არ მოგინდება.

6.
არასოდეს, გესმის, არასოდეს დათანხმდე ანალურ სექსზე. შეიძლება რაღაც საზიზღრობა შეგეყაროს. ქლამიდიოზმა და გონორეამ, შესაძლოა, უნაყოფობა გამოიწვიოს.

7.
იმისათვის, რომ ქალი მზად იყოს სექსისთვის, მას სჭირდება პრელუდია. როცა გაიზრდები და მეტად გამოცდილი გახდები, მაშინ შეძლებ მიაღწიო ყველაფერს 7 წუთში.

8.
შესაძლოა, შენ უკვე იცი ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ იპოვი ჩემს რჩევებში შენთვის სასარგებლოს. მე შენ მიყვარხარ და მინდა, რომ არ შეცდე. არასოდეს გაჰყვე კაცს ცოლად იმ შემთხვევაში, თუკი გაგიჩნდება აზრი: “თუ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, ყოველთვის შემეძლება გავშორდე”. დაიმახსოვრე, როცა შვილები გეყოლებათ, განშორება გაგიჭირდება. ყოფილი ქმარი შენს ცხოვრებაში მარად დარჩება, ამიტომაც დარწმუნდი, რომ ცოლად იმას მიჰყვები, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გინდა.

9.
დარწმუნდი, რომ ცოლად არ მიჰყვები პათოლოგიურ “კონტროლიორს”. როცა კაცს უყვარხარ, ის პატივსაც გცემს. ის იამაყებს შენი მიღწევებით, არ იქნება პათოლოგიურად ეჭვიანი და არ გააკონტროლებს ისტერიკულად შენს ყოველ ნაბიჯს. დარწმუნდი, რომ ის ბედნიერი ოჯახის, მოსიყვარულე დედ-მამის შვილია.

10.
არასოდეს უთხრა ბიჭს, რომ გაქვს დანაზოგი, რომ მიიღე ან უნდა მიიღო შთამომავლობით სიმდიდრე, ან გაგიზარდეს ხელფასი. ზოგიერთი მამაკაცი ფულიან ქალს ეძებს. ასეთ მამაკაცებს პატივს არ ვცემ. თუკი მას გაუთავებელი ვალები აქვს, სასწრაფოდ გაწყვიტე კავშირი. ფინანსებზე შეგიძლია ისაუბრო მხოლოდ იმ მამაკაცთან, რომელთანაც გადაწყვეტილი გაქვს ცხოვრების დაკავშირება.

11.
თუ ძუნწ მამაკაცს ხვდები, ხოლო თავად გიყვარს ფულის ხარჯვა, თქვენი ურთიერთობა რთული იქნება. მაგრამ თუ შენც ხელმომჭირნე იქნები, ყველაფერი გამოგივათ.

12.
ახალგაცნობილ ბიჭთან პაემნისას ნუ ჩათვლი თავს ვალდებულად, გქონდეს მასთან სექსი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვახშამზე დაგპატიჟა. იმისათვის, რომ ეს უხერხულობა აიცილო თავიდან, თავად გადაიხადე შენი ვახშმის საფასური. თქვენ შეხვდით, რათა უკეთ გაგეცნოთ ერთმანეთი და არა იმიტომ, რომ შენ ხარ მაწანწალა, რომლის გამოკვებაც აუცილებელი იყო.

13.
იყავი ბედნიერი იმ ადამიანთან, ვისთან ერთად ყოფნაც გსიამოვნებს, ადამიანთან, ვის გარეშეც სიცოცხლე არ გინდა. დააფასე ის.

14.
იმედი მაქვს, იპოვი სწორედ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც იმსახურებ; ბედნიერებას, სადაც გექნება სიყვარული, პატივისცემა, აღფრთოვანება, ნდობა, სულიერი და ფიზიკური ერთობა.

კომენტარები

სხვა სიახლეები