ბათუმის მხიარული მედპერსონალი და აცეკვებული პაციენტები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ცეკვავენ ექიმები პაციენტებთან ერთად. ვიდეოს ბათუმის დიალიზისა და ნეფროლოგიის ცენტრის მედპერსონალი ავრცელებს. ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის, ქეთევან გელაშვილის თქმით, ასე ცდილობენ თავიან პაციენტებს ყოველდღიური პროცედურები გაუხალისონ.
„ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის წევრებივით არიან. დიდ დროს ატარებენ ჩვენთან. ამას წინათ ინტერნეტში მსგავსი ვიდეო ვნახეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენც გადაგვეღო. დღეს დილით გადავიღეთ. მასში მხოლოდ პაციენტთა ნაწილი მოხვდა. სხვებსაც უნდათ. კიდევ რამდენიმე ვიდეოს გადაღებას ვაპირებთ ისე, რომ ყველა პაციენტი მოხვდეს,“ – ამბობს ქეთევან გელაშვილი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები