“გააზიარე სითბო” – თბილისში უმწეოთათვის ტანსაცმლის კარადა დადგეს (ვიდეო)

“ფეისბუქში” ვიდეომიმართვა გავრცელდა მოწოდებით “გააზიარე სითბო”.

გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრები ახალგაზრდა ბიჭები თბილისის მოქალაქეებს ერთგვარ გამოწვევას სთავაზობენ – მათ თავიანთ ქუჩაზე თბილი ტანსაცმლით სავსე კარადა გაჭირვებული ხალხისთვის დადგეს. თანამოქალაქეებს კი მოუწოდეს, თავადაც შემოუერთდნენ მათ წამოწყებას – გამოუყენებელი და მივიწყებული კარადები გამოსადეგი გახადონ და კეთილი საქმე სინერგიით აკეთონ.

https://www.youtube.com/watch?v=a5VIKMgB8zk&feature=youtu.be

 

კომენტარები

სხვა სიახლეები