“ბავშვების მამა კარანტინში ჰყავთ” – ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი  ქალის ოჯახს დახმარება ესაჭიროება 

“სიკეთის ქალაქი”, რომელიც ქველმოქმედებას ემსახურება სოციალურ ქსელში ქართველს ემიგრანტზე წერს, რომელიც გუშინ ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა.

34 წლის ცირა ნაჭყებია მეუღლესთან ერთად საქართველოდან ესპანეთში საკურნალოდ წავიდა მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს.

აღსანიშნავია, რომ  “სიკეთის ქალაქი” გარდაცვლილის ოჯახზე ზრუნავს.
გასულ კვირას მათ ასევე გარდაცვლილის შვილის 8 წლის გიორგი ნაჭყებიას ვიდეო გაავრცელეს სადაც ის ამბობს, რომ დედა ენატრება.
“დღეს დილით გიო ნაჭყებიას დედა გარდაიცვალა ესპანეთში….ბავშვების მამა კარანტინში ჰყავთ ვირუსის გამო…მან, ჯერ არ იცის …როგორ და რანაირად მოახერხებს ცირას გადმოსვენებას საქართველოში……თუ კი ვინმეს სურვილი აქვს დაეხმაროს ოჯახს ამ მძიმე დღეებში ….დაუკავშირდით ბავშვების მამიდას 592083271 შორენა.
ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ გიოს მამიდის ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკი: GE59BG0000000161121889
მიმღები: შორენა ნაჭყებია
დიდ მადლობას ვუხდი თვითოეულ თქვენგანს ამ ბავშვების დახმარებისათვის….ამ ეტაპზე,ბავშვებს საკვების მარაგი დიდი აქვთ.. შეგროვებული თანხით სამზარეულოს რემონტი დავიწყეთ (დამთავრდება 3-4 დღეში) შევუძინე ავეჯი და ჭურჭელი…ვუშენებთ აბაზანა-ტუალეტს….ძალიან მძიმეა ჩემთვისაც ამ ოჯახის ტრაგედია და ბოდიშს გიხდით, თუ ვერ ვდებ, დღეს ვიდეოს რაც ოჯახს გაუკეთდა.(მოგვიანებით შემოგთავაზებთ) ღმერთმა გაანათლოს ამ დატანჯული გოგოს სული ….34 წლის ასაკში 5 ულამაზესი ბავშვი დაუტოვა ქვეყანას”.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები