“იმედია, ვაზელინი დეფიციტში არ არის” -დაპირისპირება პარლამენტში(ვიდეო)

პარლამენტში დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ვიქტორ ჯაფარიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადების თანმდევ გართულებებსა და პრობლემებზე საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ მას სიტყვა შეაწყვეტინა.
ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან ნათქვამმა გარკვეულმა რეპლიკამ ჭიჭინაძის გაღიზიანება გამოიწვია და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა ჯაფარიძეს „კვერცხი გადააყლაპონ”.
„იმედია, ვაზელინი ჯერ დეფიციტში არ არის”, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

წყარო:palitravideo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები