ახალ ტექნოლოგიური და ინოვაციური სასწავლო ცენტრი სწავლებას 19 სექტემბერს იწყებს

ლოგიკმეტრში რეგისტრაცია გრძელდება.
ლოგიკმეტრის სასწავლო ცენტრი 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა. ჩვენ ვასწავლით მათემატიკასა და წიგნიერებას თანამედროვე მეთოდოლოგიით. გაკვეთილები თემატურად ფარავს ეროვნულ სასწავლო გეგმას მათემატიკაში, ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებს, თუმცა უმთავრესი მაინც მოზარდის ინტერესებია.
ჩვენი მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე შეიძინონ უნარები, გაიღრმავონ მათემატიკური აზროვნება, გაიუმჯობესონ ლოგიკური მსჯელობა და შეიყვარონ წიგნებთან მუშაობა. კვირაში ტარდება 2, თვეში – 8 გაკვეთილი, ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი, ელექტრონული პორტალით სარგებლობაwww.logicmeter.com, დეტალური ანგარიშები და რაც მთავარია, ინდივიდუალიური დაკვირვება/რეპორტინგი.
ლოგიკმეტრში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი მასალით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამითა და სახალისო ინსტრუმენტებით. მოსწავლეები ეჩვევიან, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას, საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით რეალობას დაუკავშირონ შესწავლილი მასალა, იმუშაონ საინტერესო პროექტებსა და დავალებებზე.
ჩვენ ადრეული ასაკიდან ვამზადებთ ბავშვებს უნივერსიტეტის, კარიერისა და წარმატებული ცხოვრებისთვის.
რეგისტრაცია:http://goo.gl/2FRSfo
მეტი ინფორმაციისთვის: 2200229
ერთად ვიზრუნოთ ბავშვებზე!
R

კომენტარები

სხვა სიახლეები