ახალი ზელანდიის ქალი მინისტრი სამშობიაროში ველოსიპედით წავიდა

ახალ ზელანდიაში, ქალთა საკითხების მინისტრი სამშობიარო სახლში ველოსიპედით მივიდა. „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა ჯული ჯენტერმა ინსტაგრამში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ის თავის პარტნიორთან ერთად ველოდიპედზე ზის. მინისტრმა გულშემატკივრებისთვის სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა:
„დადგა მომენტი და მისურვეთ წარმატებები! მე და ჩემმა პარტნიორმა სამშობიაროში წასასვლელად ველოსიპედები ავირჩიეთ. ამასთან, მანქანაში გულშემატკივრებისთვის ადგილი არც რჩებოდა. სამაგიეროდ ამ ყველაფერმა შესანიშნავ განწყობაზე დამაყენა “.
არ არის გამორიცხული, რომ ჯულიმ მაგალითი აიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასინდა არდერნისგან, რომელიც ახალ ზელანდიის მთავრობაში მეორე ქალი იყო, ვინც გადაწყვიტა, რომ საპასუხისმგებლო სამსახური დედობასთან შეეთავსებინა. სხვათა შორის, ორივე ქალბატონმა – ჯულიმ და ჯასინდამ ქალაქ ოკლენდის სამშობიაროში იმშობიარეს.
38 წლის ჯენტერს, რომელიც ადგილობრივ მთავრობაში ტრანსპორტის მინისტრის დამხმარეს პოზიციასაც ითავსებს, ადგილობრივები ველომოყვარულადაც იცნობენ.
ჯული ჯენტერი მშობიარობის შემდეგ 6 თვით დეკრეტულ შვებულებაში გავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები