ახალგაზრდა მილიონერები, რომლებიც 30 წლის ასაკში მილიარდელები გახდებიან (ფოტოკოლაჟი)

მათ უკვე კარგა ხანია მილიონერის სტატუსი მოიპოვეს, 30 წლისანი კი უკვე მილარდერები გახდებიან. მათი პოპულარობის ზღვარზე ჯერ ლაპარაკიც ზედმეტია. ისინი ხომ თავიანთი სამოსით, მუსიკით, არტისტობით, გასტროლებით მილიონებს იხვეჭენ.

 

25 წლის ტეილორ სვიფტი, „ფორბსის“ ცნობით, 200 მილიონი დოლარის მფლობელია.

2006 წელს, მან გამოსცა თავისი სადებიუტო ალბომი Tim McGraw-ი, რომელიც საბოლოოდ პლატინის ხარისხით მრავალჯერ იყო სერტიფიცირებული ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ.

12166371_617918831681890_1868966074_n (1)

მომღერლის მეორე ალბომმა Fearless-მა და ტეილორ სვიფტმა 2008 წელი, შესაბამისად, მესამე და მეექვე ადგილებზე დაამთავრეს, გაყიდვებით – 2.1 და 1.5 მილიონი. Fearless-ი პირველ ადგილზე მოხვდა „ბილბორდ 200“-ში 11 კვირის განმავლობაში; არცერთი სხვა ალბომი არ ყოფილა 1-ელ ადგილზე ამდენი ხნის განმავლობაში, 2000 წლის შემდეგ. 2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა „პოპის დედოფალთა სია“, სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანამიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს. ტეილორმა ამ სიაში მე-2 ადგილი დაიკავა.

 

21 წლის ჯასტინ ბიბერის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენს.

12083774_617918835015223_1609512929_n

წარმატება მის ცხოვრებაში გამოჩნდა, როდესაც მან 2007 წელს Youtube-ზე სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ქავერ-ვერსიის გამოქვეყნება დაიწყო. ჯერ კიდევ 2007 წელს მას გაუჩნდა მრავალი თაყვანისმცემელი, რომელიც დარწმუნებული იყო ბიბერის დიდ მომავალში.

2009 წელს გამოიცა მისი პირველი სინგლი One Time, რომელიც ჰიტად იქცა. გამოცემიდან ერთი კვირის თავზე იგი მოხვდა კანადური ცხელი ასეულის #1 პოზიციაზე. 2009 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა მისი მინი-ალბომი My World. 2010 წლის 23 მარტს გამოიცა მეორე სტუდიური დისკი My World 2.0.

 

22 წლის მაილი საირუსი 165 მილიონი დოლარის მფლობელია.

12165852_617918838348556_861719880_n

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2003 წელს იგი ცნობილმა რეჟისორმა ტიმ ბარტონმა, ფილმში ”დიდი თევზი” გადაიღო. შემდეგ უკვე იყო სერიალი ”ჰანა მონტანა”, რომელის ქასთინგშიც გაიმარჯვა და მთავარი როლი მიიღო. სერიალში მაილიმ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, რომლებმაც დიდი პოპულაროა მოიპოვეს. სწორედ ამან ჩააფიქრა გოგონა მომღერლის კარიერაზე.

2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი -Breakout. ეს ალბომიც „ბილბორდ 200-ში“ პირველ ადგილზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ივლისში ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში გაიყიდა.

2010 წელს, „ფორბსმა“ მაილი მე-13 ადგილზე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში. შემოსავალია 48 მილიონი. 2009 წელს – 29-ე ადგილზე, შემოსავალი 25 მილიონი, ხოლო 2008 წელს – 35-ე, შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა. ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში – მე–8 ადგილი, მდიდარი ქალ მომღერლებში კი – მე-19.

27 წლის ადელის ბიუჯეტი 121 მილიონს შეადგენს.

12166699_617918818348558_451853599_n

მან კარიერა სრულიად მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო. მისი შესრულებული სიმღერების, სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეოები, მეგობარმა მისი ნებართვის გარეშე სოციალურ ქსელ MySpace-ზე ატვირთა. აქედან იწყება ადელის ბრწყინვალე კარიერა. დაინტერესებული ხმისჩამწერი სტუდია XL-Records-ის პირველი სატელეფონო ზარი მომღერალს სერიოზულად არც კი მიუღია, მაგრამ შემდგომ ყველაფერი ნათელი გახდა.

BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის Someone Like You შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. Someone Like You – ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა. ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა.

ბეკჰემის შვილების ბიუჯეტი მთლიანობაში 712 მილიონ დოლარს შეადგენს.

12166727_617918828348557_1662171425_n

კიმ კარდაშიანისა და კეინი ვესტის შვილი, 2 წლის ნორს ვესტი 130 მილიონის პატრონია.

12167181_617918845015222_1733420509_n

ტომ კრუზისა და კეტი ჰოლმსის შვილი, სური კრუზი, 18 წლის ასაკში 5 მილიონ დოლარს მიიღებს.

თუ ჩავთვლით იმასაც, რომ სურის მშობლები მის დაბადების დღეზე და სამოსზე 250 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ, პატარა კრუზი უკვე მილიონერთა საპატიო სიაშია.

12168138_617918851681888_406158593_n

კომენტარები

სხვა სიახლეები