ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები მომენტალურად დაემსგავსებიან ხანდაზმულებს – ვანგას საშინელი წინასწარმეტყველება

მედია იტყობინება აქამდე უცნობ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც ცნობილმა ბულგარელმა ნათელმხილველმა ვანგამ წარმოთქვა. ეს ეხება კაცობრიობის ბედს. – წერს რუსული გაზეთი “ვერსია”.
ვანგამ ბევრი წინასწარმეტყველება დატოვა, რომელიც XXI საუკუნის პირველ ნახევარს ეხება. თუ ეს წინასწარმეტყველება ჭეშმარიტია, მაშინ წელს მსოფლიოს დამანგრეველი ცუნამი ელოდება, რომელიც დაფარავს პაკისტანს, იაპონიას, ჩინეთს, ინდონეზიასა და ბევრ სხვა ქვეყანას.
ექსპერტებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ვანგას მემკვიდრეობის გაშიფვრაში, ერთ-ერთში ამოიკითხეს ინფორმაცია საშინელი ეპიდემიის შესახებ, რომელიც XXI საუკუნეში კაცობრიობას დააზარალებს.
“ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები მომენტალურად დაემსგავსებიან ხანდაზმულებს”. – წერია წინასწარმეტყველებაში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნათელმხილველის წინასწარმეტყველებებს ხშირად აკრიტიკებს სამეცნიერო საზოგადოება.
ზოგიერთი სპეციალისტების აზრით, ვანგას წინასწარმეტყველების დაახლოებით 85% მართალი იყო. თუმცა, ახლა უკვე ძალიან რთულია მისი წინასწარმეტყველების სიმართლის შეფასება, ამბობს ბრიტანული ექსტრასენსი კრეიგ ჰამილტონი-პარკერი. ამის მიზეზი არის ყალბი პროგნოზების ნაკადია, რომელიც ვრცელდება ინტერნეტით.

კომენტარები

სხვა სიახლეები