დუბაის მილიარდერის ცოლი, რომელიც დღეში ასობით ათასს ხარჯავს, თუმცა შიშში და “ცუდ მოგონებებში” ცხოვრობს

ლინდა ანდრადი სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია, ის პოპულარობას იმ ცხოვრების წესს უმადლის, რაც ქორწინებამ მოუტანა. გოგონა დუბაის მილიარდერის ცოლია. 24 წლისაა და ფუფუნებაში ცხოვრობს, არ მალავს, რომ ბევრის საშუალება აქვს. გადაწყვიტა დაესახელებინა კიდეც თანხა, რომელსაც ყოველდღიურ ახირებებზე ხარჯავს.

ლინდა საკუთარ თავს აღმასრულებელ დირექტორს და დუბაის დიასახლისს უწოდებს. არ არის დაკონკრეტებული სად მუშაობს გოგონა, მაგრამ აშკარაა, რომ ხელფასით არ ცხოვრობს.

„მინდა, რომ ჩემი ქალიშვილიც დიასახლისი იყოს. სრულიად ნორმალურია კაცის ხარჯზე ცხოვრება“, – ამბობს ის.

ლინდა მკაცრად იცავს ამ წესს, არ ერიდება ხარჯვას და ქმარიც მისთვის ფულს არ ინანებს. ლინდა ამბობს, რომ ყოველდღე ზღაპრულ თანხებს ხარჯავს.

”ერთ ოთხშაბათს 216,789 ათასი დოლარი დავხარჯე”, – ამბობს ის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რაში ხარჯავს ფულს მილიარდერის ცოლი? კვების, გართობის, ტანსაცმლისა და აზარტული თამაშებისთვის. მაგალითად, ერთ დღეს გოგონამ რესტორანში სადილზე 229 141 დოლარი დახარჯა და მხოლოდ შოკოლადი 7 210 დოლარი დაჯდა.ლინდას აზარტული თამაშებიც უყვარს; მისი დეპოზიტები ხშირად 1,411,000 დოლარს აღწევს.

მაგრამ ლინდა თავის ცხოვრებას მარტივს არ უწოდებს. ის სავსეა შფოთვითა და საფრთხით. მის ქორწინებაში ბევრი მომენტი იყო, რომელსაც ის ცუდად იხსენებს. მაგალითად, გოგონამ აღიარა, რომ ეშინოდა გაძარცვის და ქმრის წართმევის. ბოლო შიში მას განსაკუთრებით აწუხებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“ქალებს უნდათ ჩემი ქმარი!” – აღიარებს ბლოგერი.ქალების კონკურენციას რომ გაუძლოს, ყოველთვის ცდილობს, ფორმაში იყოს. თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა: ირგვლივ ძალიან ბევრი გემრიელი საჭმელია და გოგონას თავშეკავება ტანჯვას აყენებს.

ასევე ნაწყენია, რომ ქმარი მანქანის მართვის უფლებას არ აძლევს და ზედმეტად ბევრ ტანსაცმელს ყიდულობს.

წყარო: https://mshoblebi.ge

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები