აღმოჩენილია შერლოკ ჰოლმსზე დაკარგული მოთხრობა

დიდ ბრიტანეთში, არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსზე დაწერილი ადრეული მოთხრობა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.
ნაწარმოები, ოთხმოცი წლის ისტორიკოსმა უოლტერ ელიოტმა საკუთარი სახლის სხვენში იპოვა. თუ ნაწარმოების წარმომავლობა დადასტურდა, ეს არტურ კონან დოილის ერთ-ერთი ყველაზე ადრე დაწერილი მოთხრობა იქნება.

“წარმოდგენა არა მაქვს რამდენი მსგავსი მოთხრობა დაიბეჭდა და გაიყიდა შერლოკ ჰოლმსის შესახებ. მე ეს წიგნი უკვე 40-50 წელია მაქვს. ვერ ვიხსენებ თავად ვიყიდე თუ ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს”. – განუცხადა Daily Mail-ს უოლტერ ელიოტმა.

წყარო: britaneti

კომენტარები

სხვა სიახლეები