აქსისის არქიტექტურა თბილისის შუაგულში!

თბილისის შუაგულში, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალი სიცოცხლე შეიძინა, „ახალ ტფილისთან“ ახლოს, „თამბაქოს პირველი ფაბრიკის“ ტერიტორიაზე, სულ მალე თანამედროვე არქიტექტურის საცხოვრებელი სახლი აშენდება. „წინამძღვრიშვილის 125“ – ეს აქსისის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მისამართია.
აქსისის, როგორც დეველოპერული კომპანიის მთავარი მიზანი ქალაქის არქიტექტურული იერსახის დახვეწა, საზოგადოებისთვის სასარგებლო სივრცეების შექმნა და გარემოზე ზრუნვაა. ამ მხრივ არც „წინამძღვრიშვილის 125“ – ია გამონაკლისი.
პროექტის მდებარეობის გამო, აქსისი ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. გასათვალისწინებელი იყო ისტორიული შენობის შტრიხების თანამედროვე არქიტექტურასთან შერწყმა. შეიქმნა პროექტის რამდენიმე ვარიანტი, სადაც „თამბაქოს პირველი ფაბრიკის“ უნიკალური თაღოვანი ფასადის და ხის კვეთილი სადარბაზო კარის რესტავრაცია იგეგმება. ფოცხვერაშვილის ქუჩის მხრიდან გაფართოვდება ტროტუარი და გაჩნდება საფეხმავლო გზა. პროექტის ასეთი გადაწყვეტა აქსისის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი მაგალითი იქნება.
პროექტი გულისხმობს რვა სართულიანი შენობის აშენებას, სადაც შვიდ საცხოვრებელ სართულზე განთავსებული იქნება 53 ბინა, ხოლო პირველი სართული დაეთმობა კომერციულ ფართებს. ფასადის მოსაპირკეთებლად გამოიყენება დეკორატიული აგური და ხის პანელები. ძველი თბილისის არქიტექტურული შტრიხები კი მას განსაკუთრებულობას შესძენს.
საცხოვრებელ კომპლექსს ესაზღვრება სამი ქუჩა: წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის და სურამის. სატრანსპორტო კვანძებთან და ქალაქის ძირითად სავაჭრო ობიექტებთან სიახლოვე კი მას დამატებით ღირებულებას სძენს და მის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს.
მდებარეობასთან ერთად აღსანიშნავია პროექტის სხვა უპირატესობებიც:
• ბინების ოპტიმალური გეგმარება;
• სრული რემონტი;
• დიდი აივანი ან ტერასა;
• 1163 კვ.მეტრზე განთავსებული მიწისქვეშა ავტოსადგომი;
• კეთილმოწყობილი შიდა ეზო, რომელიც უბნისთვის დამახასიათებელი ტრადიციული „იტალიური ეზოების“ თანამედროვე ვარიანტია;
• განვითარებული ინფრასტრუქტურა;
• კონსიერჟის მომსახურება.

„აქსისი“ რჩება თავისი იდეის ერთგული და კვლავ ისეთ პროდუქტს გთავაზობთ, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს დანერგავს საქართველოში.
პროექტის მშენებლობა დასრულდება 2018 წლის მაისში.
R

კომენტარები

სხვა სიახლეები