აუცილებლად გამორთეთ ეს ფუქცია თქვენს iPhone- ში

Apple-მა iOS 9-ის განახლების შემდეგ, iOS 9.0.1 გამოუშვა, რომელმაც სისტემა ბევრად გააუმჯობესა. თუმცა, ახალ ოპერაციულ სისტემაში არის ერთი შეხედვით საჭირო ფუნქცია, რომელიც საქმეში შესაძლოა, საშიშიც კი აღმოჩნდეს. თუ მობილურის ინტერნეტი ულიმიტო რეჟიმში არ მუშაობს, მაშინ თქვენი ოპერატორი უზარმაზარი თანხის ჩამოჭრის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ. ფუნქციას “Wi-Fi Assist” ჰქვია.
თუ თქვენი iPhone თვლის, რომ ინტერნეტის სიჩქარე არ არის დამაკმაყოფილებელი, ეს ფუქცია ავტომატურად რთავს მობილურ ინტერნეტის პაკეტს 3G-ის ან 4G-ს. თუ თქვენ მოხვდით ისეთ ადგილას, როგორიცაა ბარი, რესტორანი და ა.შ, სადაც Wi-Fi-ს გადანაწილება რამდენიმე მომხმარებელზე ხდება, ინტერნეტის სიჩქარე დაიკლებს და „Wi-Fi Assist“ თავის თავს აუცილებლად გამოიძახებს. ასეთი ფუნქციის გამოყენება ბუნებრივია, მაშინ არის კარგი, როდესაც თქვენივე ოპერატორი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს გთავაზობთ. სხვა შემთხვევაში გაუთვალისწინებელ ხარჯებს უბრალოდ ვერ გაექცევით.
სად იმალება „Wi-Fi Assist“? ვინც ინგილისური მენიუთი სარგებლობთ, თვითნებურ ფუნქციას შეგიძლიათ შემდეგნაირად მიაგნოთ: settings>>cellular>>Wi-Fi Assist.

კომენტარები

სხვა სიახლეები