აუტსაიდერი ცირა კობიაშვილი – როგორ დასრულდა “X-ფაქტორის“ მეორე „ლაივ-კონცერტი“ (ვიდეო)

13318754_1200010960039140_1602289263_n„X-ფაქტორის“ მეორე „ლაივ-კონცერტის“ შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. აუტსაიდერებს შორის ცირა კობიაშვილი და X Boys მოხვდნენ. მაყურებელთა ხმების უმრავლესობა კი უკვე მეორედ ავთანდილ აბესლამიძემ მიიღო – 15,41%.
დანარჩენი ხმები ასე გადანაწილდა: ნინა ყიფშიძე – 13,41%, მიშო სულუხია – 13,08%, მალიბუ ტუღუში – 10,45%, Dream Girls – 10,37%, გიგი ადამაშვილი – 9,57%, დათუნა ლაზარიშვილი – 9,35%, ცირა კობიაშვილი – 9,34%, X Boys – 9,03%.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში ცირა კობიაშვილი დარჩა. „X-ფაქტორი“ ჯგუფ X Boys დაემშვიდობა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=aeVqjFi0j70&feature=youtu.be[/youtube]13330268_1200010953372474_862137846_n

კომენტარები

სხვა სიახლეები