არქიმანდრიტი ანთიმოზი ნინა სუბლატს: შე დალოცვილო ლამაზი გოგო ხარ…

ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? – ასე ეხმაურება არქიმანდრიტი ანთიმოზი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ევროვიზია 2015“-ზე ქართველი კონკურსანტის ნინა სუბლატის იმიჯს. “ვინ ურჩია ნინო სუბლატს, რომ დემონური შესამოსლით და დემონური სახით გამოსულიყო? შე დალოცვილო ლამაზი გოგო ხარ, ლამაზი კაბა ჩაგეცვა და გემღერა ისე. ეტყობა უთხრეს ევროვიზია დემონურს აწვება და ესე უფრო მოვხიბლავთო! ვაი ჩვენს პატრონს! დემონიზაციაში მაინც გავასწარით ევროპას. ქე გვაჯობა თეთრ კაბაში გამოწყობილმა გაფითქინებულმა რუსმა გოგომ))“, – წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი. “ევროვიზიის” 2015 წლის კონკურსი დასრულდა. 27 კონკურსანტიდან “ევროვიზიის” საუკეთესო კონკურსანტების ათეულში საქართველო ვერ მოხვდა. მან ევროფესტივალი მე-11 ადგილით დაასრულა. გამარჯვებული შვედი კონკურსანტი მანს ზელმერლოუ გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები