,,ევროვიზია 2015”-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა

მუსიკალური კონკურსის ,,ევროვიზია 2015”-ის გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი Mans Zelmerlow გახდა.

23 მაისს, ევროვიზიის საიუბილეო, მე-60 კონკურსის ფინალი ვენაში გაიმართა. მასში სულ 27 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველო ნინა სუბლატმა წარადგინა, რომელიც 19 მაისს გამართული ნახევარფინალის ერთ-ერთი გამარჯვებული კონკურსის 16-ი მონაწილიდან გახდა. იგი დღეს 23-ე ნომრად წარსდგა კონკურსში, თუმცა, ქართველი შემსრულებელი ათეულში ვერ მოხვდა.

ხმების მიხედვით, პირველ სამეულში: შვედეთი, რუსეთი და იტალია გავიდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები