საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებული შეზღუდვები 1-ლ თებერვლამდე შენარჩუნდება.
“ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს. ჩვენი ამოცანაა, რომ 1-ელ თებერვლამდე დარჩენილი ეს 2-3 კვირა ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან, მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც ვაჭრობის სექტორში ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით”, – განაცხადა თურნავამ.