არის თუ არა ჟანა დარკი გამოგონილი პერსონაჟი – რას წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ფესიბუქის პირად გვერდზე ორლეანელი ქალწულის, ჟანა დ’არკის შესახებ წერს.
როგორც კვაჭანტირაძე აცხადებს, მას ფრანგი მეგობრები უმტკიცებენ, რომ ჟანა დ’არკი არა ისტორიული პიროვნება, არამედ გამოგონილი ადამიანია, რომელიც მებრძოლი ქალების განზოგადებული სახეა.
„ჩემი მეგობარი ფრანგები მიმტკიცებენ, რომ ორლეანელი ქალწულის, ჟანა დ’არკის პიროვნება თავიდან ბოლომდე გამოგონილია. ნუთუ ეს სიმართლეა? ეს ამბავი რომ გავიგე, არ დავიჯერე, მაგრამ ჯიუტად მიმტკიცებდნენ, ჟანა დ’არკი მებრძოლი ქალების განზოგადებული სახეა და სინამდვილეში არ არსებობდაო. ამ დროს, ყველა ცნობარში მისი ზედმიწევნითი ბიოგრაფიაა დაბეჭდილი, სხვას რომ თავი დავანებოთ…. არადა, რამდენი ეთაყვანება ამ გმირს და რამდენს მოსდომებია მისი დაფნის გვირგვინის მორგება… მეწყინება, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა. სიყალბეს ვერ ვეგუები“,- წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

 12782293_1139160936128749_1482896816_n

კომენტარები

სხვა სიახლეები