“არაფერი განსაკუთრებული და ბრენდული…” – ვინ ზრუნავს კახა კალაძის ჩაცმულობაზე (ვიდეო)

ვინ ზრუნავს ენერგეტიკის მინისტრის ჩაცმულობაზე – ამ კითხვას კახა კალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “ჩემი კითხვა” უპასუხა. ერთ-ერთი მაყურებელი დაინტერესდა, რამდენს ხარჯავს მინისტრი ამ ყველაფერში და ხომ არ ზრუნავს მის ჩაცმულობაზე დიზაინერი მეუღლე.

კახი კალაძე: საინტერესო შეკითხვაა. ჩაცმის სტილს რაც შეეხება, გემოვნებაზე   არ დავობენ. შეიძლება ის, რაც მე მომწონს, სხვას არ მოსწონდეს. ან ის, რაც ჩემთვის საინტერესოა, სხვისთვის საინტერესო არ იყოს. კონკრეტულად ჩემს ჩაცმულობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ არაფერი განსაკუთრებული და ბრენდული… უბრალოდ ჩემი გემოვნებით მყავს მკერავი, რომელიც ადგილზე მიკერავს, პიჯაკი იქნება ეს, პერანგი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება თანხას, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს… მთავარია, როგორ შეარჩევ ტანსაცმელს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=dKCaL4AUDIc&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები