არამეული გალობა ქანდაში და ატირებული მაკა ჩიჩუა – ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტი ხარების წირვას მცხეთის რაიონის სოფელ ქანდის ტაძარში, მეუღლესთან ერთად, დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული ხალხს მცხეთის რაიონის სოფელ ქანდის ტაძრიდან მიულოცა. წირვა მამა სერაფიმემ ჩაატარა და არამეულ ენაზე იგალობა.

სოფელ ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში წირვა მამა სერაფიმემ (ბით-ხარიბიმ) აღავლინა, რომელმაც გიორგი მარგველაშვილის ოჯახს მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას გაიხსენა ბავშვობაში სირიის ქალაქ მალოულაში სტუმრობა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა.

სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997 წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართულ-არამეული ღვთისმსახურება დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.

წყარო:http://2030.news

კომენტარები

სხვა სიახლეები