“არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ვირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს” – ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღის“ ეთერში კორონავირუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვირუსს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი არ ჰყავს შერჩეული და ის არავის დაინდობს:

“მსოფლიოს სტატისტიკაში, კოვიდინფიცირებულების 80%-ში მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობისაა, მაგრამ გამონაკლისები არსებობს. არავინ უნდა წარმოიდგინოს, რომ ვირუსი რომელიმე ასაკის ადამიანს დაინდობს.

ამერიკის ეროვნული დაავადებათა ინსტიტუტების მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც ადრეული ასაკის ადამიანები შეისწავლეს, რომლებმაც მძიმე კოვიდი გადაიტანეს, მაგრამ გადაურჩნენ მას.

ამ პაციენტების თითქმის 20 პროცენტში იპოვეს თანდაყოლილი ინტერფეროლის საწინააღმდეგო ანტისხეულები, ანუ აუტოიმუნური დაავადების ისეთი ფორმა, როცა შენი ორგანიზმი ძლიერ შემოჭრილ მტერს ვერ უმკლავდება, იმუნო დეფიციტისა და ნაკლოვანების გამო. ამიტომ, ამას ყოველთვის ექნება ახსნა,  ადრეულ ასაკში რატომ რთულდება კორონავირუსი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები